ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობების მარაგს, როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისგან, ასევე უცხოეთიდან ყოველდღიურ რეჟიმში ავსებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა სპეციალური სამედიცნო აღჭურვილობების მარაგს, როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისგან, ასევე უცხოეთიდან ყოველდღიურ რეჟიმში ავსებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სახელწიფო კერძო კლინიკებს კომუნიკაციაში დაეხმარება, რომ მათ საკუთარი მედპერსონალისთვის უსაფრთხო გარემო დამოუკიდებლად უზუნველყონ.

„აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად, მსოფლიოში არის აღჭურვილობის დეფიციტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისგან და მწარმოებლებისგან, ასევე უცხოეთიდან მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, რომ ყოველდღიურად შევავსოთ მარაგი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღჭურვილი იყოს ყველა ის კლინიკა, რომელიც პროგრამაშია ჩართული, რომ დეფიციტი და ხარვეზები არ შეექმნათ პერსონალური დაცვის საშუალებების მიწოდებაში. ასევე, ეტაპობრივად იქნებიან ჩართული ე.წ. ცხელების კლინიკები და მათზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, მათი აღჭურვაც ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კერძო კლინიკებს, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ კომუნიკაციაში იმისთვის, რომ მათ დამოუკიდებლად უზუნველყონ საკუთარი მედპერსონალისთვის ის უსაფრთხო გარემო და აღჭურვილობა, რომელიც მათ ესაჭიროებათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა