პაატა იმნაძე - სწრაფი ტესტები კარგია მაგალითად, მედ-პერსონალის პერიოდული გასინჯვისათვის, ვინც კოვიდიან პაციენტებთან მუშაობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში სწრაფი ტესტები არის და ასევე საუბარია სახელმწიფოს მიერ საკმაოდ ბევრი სწრაფი ტესტის შესყიდვასთან დაკავშირებით.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, ეს არ არის „ჩვეულებრივი სწრაფი მარტივი ტესტი, ეს არის სწრაფი მარტივი ტესტის გაუმჯობესებული ვარიანტი, უფრო მაღალი მგრძნობელობითა და სანდოობით“.

„კერძო სექტორს სწრაფი ტესტები აქვს. არ მცალია ამისთვის, მაგრამ მეუბნებიან, რომ facebook-ში ძალიან ბევრი რეკლამა გადის, ვისაც ეს სწრაფი ტესტები აქვს. ანტისხეულების სწრაფ ტესტებზე ვლაპარაკობ, რომლებიც ძალიან კარგია, მაგალითად, მედ-პერსონალის პერიოდული გასინჯვისათვის, ვინც კოვიდიან პაციენტებთან მუშაობს. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ არის შემოტანილი სწრაფი ტესტები და ეს მინისტრის მიერაც გაცხადდა. ეს არ არის ჩვეულებრივი სწრაფი მარტივი ტესტი, ეს არის სწრაფი მარტივი ტესტის გაუმჯობესებული ვარიანტი, უფროა მაღალი მგრძნობელობითა და სანდოობით, რომელსაც პატარა წამკითხავი სჭირდება, აპარატურა, რომელიც ასევე არსებობს. ის ახლა გადაეცემა ერთ-ერთ კლინიკას, რომელიც ააჩქარებს ამ კლინიკაში შესული პაციენტების ტესტირებას. ასევე ლაპარაკია საკამოდ ბევრი სწრაფი ტესტის სახელმწიფო დონეზე შესყიდვაზე, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ მწარმოებელი იქნება მაქსიმალურად სანდო. მოგეხსენებათ, რომ ალგორითმშიც სწრაფი ტესტი ჩაჯდა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს, სწრაფი ტესტების ხარისხი და სანდოობა უკვე ნელ-ნელა მსოფლიოში გაუმჯობესდება. ისევ და ისევ, ჩვენ ვერ ვენდობით ყველა მწარმოებლის ყველა ტესტს, ამის მაგალითები ბევრ სხვა ქვეყანას უკვე აქვს. როდესაც საჭირო გახდება, ქვეყანაში სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყება“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს