პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით კორონავირუსის სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ გამოვლენილა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით კორონავირუსის სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ გამოვლენილა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მოწმდება თუ არა COVID19-ზე სისხლის ბანკებში დონორების მიერ ჩატარებული სისხლი.

მისი თქმით, სისხლის აღებამდე, ყველა დონორს ძალიან მკაცრად ამოწმებენ.

„ჯერჯერობით სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ მოიძებნა, ყოველ შემთხვევაში, რაც ლიტერატურაში მოიკვლიეს. ყველა დონორი, სანამ სისხლს აუღებენ, კორონავირუსთან დაკავშირების გარეშეც, ძალიან მკაცრ შემოწმებას გადის. ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს ძალიან დეტალურად მის გამოკითხვას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ შეფასებას და სიცხის გაზომვას. რაც კორონავირუსი გავრცელდა, ამას დაემატა დამატებითი კითხვები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც სისხლს აბარებს“,-განაცხადა იმნაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსახვავებით, ტესტირების (NAT) მეთოდი აქვს, რომელიც ახალი ინფიცირებულების დადგენის საშუალებას იძლევა.

„ჯერჯერობით, არსად მსოფლიოში ამ NAT ტესტებში COVID19-ზე ტესტირება ჩამატებული არ არის. ამ ტექნოლოგიას მხოლოდ ძალიან მაღალგანვითარებული ქვეყნები იყენებენ. რა თქმა უნდა, ჩვენთანაც დაემატება, მაგრამ ჯერ მსოფლიოში არსად ხდება“,-აღნიშნა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა