თავდაცვის სამინისტრო - მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ახალციხეში ორ ლოკაციას აკონტროლებენ

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ახალციხეში, ორ ლოკაციაზე მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელს აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.

„პირველ გამშვებ პუნქტზე ბორჯომი-ხაშურის ავტომაგისტრალიდან, მეორეზე კი, ნინოწმინდისა და კარწახის საკონტროლო გამშვები პუნქტებიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადის შემოწმება ხდება. ორივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე მოქმედებს სპეციალური სამედიცინო პუნქტები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებასა და თერმოსკრინინგს აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში აქვე ხდება პირველადი დახმარების აღმოჩენა. სამხედროები მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც აძლევენ. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ხდება ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის დამუშავება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თერთმეტ ქალაქს აკონტროლებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა