რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი საშუალო სიმძიმის და 3 მძიმე პაციენტი იმყოფება

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, ამ დროისათვის კორონავირუსზე, კლინიკაში მყოფი 17 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. მისივე თქმით, გუშინ გადაგზავნილი ანალიზის პასუხებიდან ყველამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ტაბიძის განმარტებით, ამ დროისათვის კლინიკაში 2 საშუალო სიმძიმის და 3 მძიმე პაციენტი იმყოფება, დანარჩენების ჯანმრთელობის მგომარეობა კი სტაბილურია.

„ახლა ველოდებით 17 პაციენტის ტესტის პასუხს. ჩვენთან დადასტურებლი ახალი შემთხვევა არც ერთი არ არის. ანალიზის პასუხების მიღება ტრადიციულად დღის ბოლოს ხდება და ხვალ მოგახსენებთ. ის ტესტები რაც იყო გუშინ გადაგზავნილი, პასუხები ღამე მივიღეთ და არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა. პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, საშუალო სიმძიმის პაციენტია 2 რეანიმაციაში, კიდევ 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელი და სტაბილურია“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს