რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, დღეს კლინიკიდან 17 პაციენტი გაეწერება

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში 44 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 5 რეანიმაციულ განყოფილებაში განთავსებული.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს კლინიკას 17 პაციენტი დატოვებს.

„ჩვენს კლინიკაში არის 44 პაციენტი, აქედან 5 ინტენსიური პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში იყო ისევ რეანიმაციაში რჩება. 17 პაციენტი უნდა გაეწეროს და ჩატარდეს რიგი პაციენტების ტესტირება. მცირე ხნის წინ გაკეთდა ერთ-ერთ პაციენტზე ტრომბექტომია სისხლძარღვთა ქირურგების დახმარებით, ბრიგადამ იმუშავა წარმატებით და პაციენტი თავს კარგად გრძნობს, ეს იყო რეანიმაციულის პაციენტი. მეორე პაციენტს დაუდგინდა თირკმლის მწვავე უკმარისობა და გადაყვანილია დიალიზზე. ეს არის ჩვენი კლინიკური მდგომარეობა ამ მომენტისათვის,“ - განაცხადა დევი ტაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები არ იმყოფებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა