„ენერგო-პრო ჯორჯია“ - მარტში „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების გადანაწილების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა. ამის შესახებ ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, მომდევნო თვეებში, მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც, 200 კილოვატსაათის ჩათვლით მოხმარება, სრულად აუნაზღაურდებათ აბონენტებს.

„შესაბამისად, მოხარული ვართ რომ ვადაგაცილებული დავალიანების მქონე აბონენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი შოკი გადავლილია, აგრეთვე აბონენტთა უმრავლესობას შეეხება ხსენებული სუბსიდირება, აპრილში კომპანია გეგმავს ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს დარიცხული თანხების აკუმულირება, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენებს ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის პროცედურას. შეზღუდვები პირველ რიგში შეეხება იმ აბონენტებს რომლებმაც, მარტის განმავლობაში არ განახორციელეს, თებერვალში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის, ანგარიშსწორება ან არ შეათანხმეს გადახდის შეღავათიანი პირობები. აგრეთვე, რათქმაუნდა კვლავ გაგრძელდება მოსახლეობის მომართვების განხილვა და დავალიანების განწილვადების პირობებზე შეთანხმება, მომართვა შესაძლებელია კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).- აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია არის სადისტრიბუციო პროფილის, რომელიც სხვადასხვა მომწოდებლებისგან შეისყიდის ელექტროენერგიას და აწვდის აბონენტებს. ამიტომ, დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის სრულად ვერშეგროვება ავტომატურად გამოიწვევს, ელექტროენერგიის მომწოდებლებთან ანგარიშსწორების შეფერხებას, რაც რათქმაუნდა კიდევ უფრო გაართულებს კომპანიაში არსებულ არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას.

„კომპანია, განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ თანამშრომელს რომლებიც, მიუხედავად გაზრდილი რისკებისა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას და უზრუნველჰყოფენ სადისტრიბუციო ქსელის თუ ჰიდროელექტროსადგურების შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ვუსაურვებთ მათ და ყველა ჩვენს მომხმარებელს ჯანმრთელობას“-აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა