მსოფლიოს სამედიცინო ასოციაცია - ჩინეთი ყალბ მონაცემებს გვაწვდიდა, ზოგიერთი ქვეყნის მონაცემიც გაუგებარია

მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ინფორმაციით, ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით სანდო არ არის. მათივე ინფორმაციით, ასევე არ არის სანდო ის ინფორმაცია, რომელსაც რიგი ქვეყნები ავრცელებენ.

ასოციაციის ხელმძღვანელის, ფრანკ ულტრიხ მონტგომერის თქმით, აღნიშნული მონაცემები სრული აბსურდია.

„ჩინეთი გამიზნულად მალავდა რეალურ ინფორმაციას და ყალბ მონაცემებს გვაწვდიდა. ზოგიერთი ქვეყნის მონაცემიც ასევე გაუგებარია და ხშირ შემთხვევაში რეალობა ვერ დგინდება“,-აღნიშნა მონტგომერმა.

ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობენ თეთრ სახლშიც. კერძოდ, „ბლუმბერგისთვის“ დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტის ნაწილი გახდა ცნობილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოფიციალურმა პეკინმა გამიზნულად დამალა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა