კახა კალაძე - სამშენებლო სექტორს ექნება მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, მთავარია, დაიცვან რეკომენდაციები

ვინ მუშაობს და ვინ არ მუშაობს, ვერ გეტყვით. სამშენებლო სექტორს ექნება შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა, მთავარია, დაიცვან რეკომენდაციები, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ აგრძელებს სამშენებლო სამუშოებს კომპანიების ნაწილი, მაშინ როცა მათ ნაწილს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს.

მისივე თქმით, სამშენებლო სექტორში თავდაპირველად გაჩნდა გარკვეული დაბნეულობა, რადგან გაურკვეველი იყო შესაძლებელი იქნებოდა თუ არა სამუშაოების წარმოების გაგრძელება. კალაძის თქმით, ამ საკითხზე ბევრი ზარი დაფიქსირდა.

„კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ სამშენებლო სამუშაოები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, უნდა იყოს გათვალისწინებული ჰიგიენური და უსაფრთხოების წესები, თავისი პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარებით და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ექნებათ სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა