ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მთავრობა ეპიდემიის მიმდინარეობას დააკვირდება და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოსახლეობა რეკომენდაციებს შემდეგ მიიღებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოსახლეობა რეკომენდაციებს მას შემდეგ მიიღებს, რაც მთავრობა ეპიდემიის მიმდინარეობას დააკვირდება.

ირაკლი სესიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეპიდემია საფრთხის შემცველ მაღალ მონაცემებს არ მიაღწევს. ამასთან, ის სასულიერო პირებს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

„მთავრობა მუდმივად არის საპატრიარქოსთან კომუნიკაციაში. ცხადია, ეს არაორდინალური ვითარებაა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთავრობა განსაზღვრავს გარკვეულ წესებს და შეზღუდვებს, რაც მიზანმიმართულია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სახელმწიფოს ინტერესების უზრუნველსაყოფად. ეკლესია მოქმედებს საეკლესიო კანონების მიხედვით, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ კანონის მიხედვით დაიცვას სახელმწიფო და მოსახლეობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი რეკომენდაციები ზედმიწევნით იყოს შესრულებული. ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ერთი ადამიანიც კი შეიძლება გახდეს მაღალი რისკის მატარებელი ჩვენი მოსახლეობისათვის და სახელმწიფოსთვის. მადლობა ეკლესიას, რომ მართლაც ცდილობს გაითვალისწინოს რეკომენდაციები, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რისკები, საფრთხეები ძალიან მაღალია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ეკლესია, ჩვენი სასულიერო პირები გააგრძელებენ საეკლესიო კანონების მიხედვით ლოცვას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ჩვენ, მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ სახელმწიფოს, თითოეულ ჩვენთაგანს ხელი, დავიცვათ რეკომენდაციები, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ ეს ძალიან სერიოზული ეპიდემია.

რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, გუშინ ამაზე პრემიერმაც ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში, მანამდე ჯერ კიდევ 3 კვირაა, ცხადია პროცესს დავაკვირდებით, იმედი ვიქონიოთ, რომ ეპიდემია საფრთხის შემცველ მაღალ მონაცემებს არ მაიღწევს და აქედან გამომდინარე, უკვე შეგვეძლება უფრო კონკრეტული ვიყოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან მიმართებაში, თუ რა რეკომენდაციები იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო