გია ვოლსკი - ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა სურს და ელოდებიან, რომ იქნებ საეკლესიო რიტუალების გამოისობით ქვეყანას რაიმე პრობლემა შეექმნას

ეკლესიის ავტორიტეტი ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის არის, არა მხოლოდ როგორც მორწმუნეებისთვის, არამედ წმინდა პრაგმატულად, სახელმწიფო შეხედულებების გათვალისწინებით , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკლესიებში წირვა - ლოცვებზე მრევლის დაშვებას.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ბევრი ადამიანია, ვისაც ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა სურს და ელოდებიან, რომ საეკლესიო რიტუალების გამოისობით რაიმე პრობლემა შეექმნას ქვეყანას.

„თუ რამემ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რომელიც თავისი ისტორიის მანძილზე ათასი გამოწვევის წინაშე იდგა, არის ჩვენი რწმენა, ჩვენი სულიერება და ერთმანეთთან დამოკიდებულების განსაკუთრებული ხასიათი. ეს არ ეხება მარტო ქრისტიანობას. ეს საერთოდ საქართველოს ახასიათებდა, თავისი მრავალეროვანი ასპექტითაც რომ განვიხილოთ. აქედან გამომდინარე, ეკლესიის ავტორიტეტი ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის არის, არამხოლოდ როგორც მორწმუნეებისთვის, არამედ წმინდა პრაგმატულად, სახელმწიფო შეხედულებების გათვალისწინებით. ასე რომ ძალიან ფაქიზი მიდგომა და კომენტარებია ამასთან დაკავსირებით საჭირო. ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერჯერობით ყველაფერი, რაც საპატრიარქოს მხრიდან მოვისმინეთ და გაკეთდა, არის მთავრობის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა სურს და ელოდებიან, რომ იქნებ იქიდან, საეკლესიო რიტუალების გამოისობით რაიმე პრობლემა შეექმნას ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სასულიერო პირებსაც სრული განცდა აქვთ, რომ ისინი საერთო სახელმწიფო ძალისხმევის ნაწილი არიან და მე დარწმუნებული ვარ, ამ მიდგომას ბოლომდე გავიტანთ, მათ შორის ეკლესიის მნიშვნელობის გათვალისწინებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა