„ამტელ ჰოსპიტალის“ დირექტორის განცხადებით, ექიმი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს და ტესტის პასუხს ელოდება, კლინიკაში 24 მარტის შემდეგ არ ყოფილა

„ამტელ ჰოსპიტალის“ ექიმი covid 19-ის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და კვლევის პასუხებს ელოდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ჰოსპიტალის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა, მათ კლინიკაში მისულ არც ერთ პაციენტს covid 19 არ დადასტურებია, ხოლო ექიმი, რომელსაც გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდა, მათთან კლინიკაში 24 მარტის შემდეგ არ ყოფილა.

„რამდენადაც ვიცი, მას ჩაუტარდა წინასწარი ტესტირება, საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის. სწრაფი ტესტი არ არის 100%-იანი. ის ასევე სხვა კლინიკაშიც მუშაობდა, ჩვენთან კლინიკაში 24 მარტის შემდეგ არ ყოფილა, რადგან არ უწევდა მორიგეობა. საკმაოდ კარგი დროა გასული. როგორც ვიცი ახლა უტარდება ღრმა კვლევა“, - განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ექიმი რომელიც დღეს კორონავირუსზე PCR ტესტის პასუხს ელოდება “ამტელ ჰოსპიტალის” პარალელურად, კავკასიის მედიცინის ცენტრშიც მუშაობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო