სახალხო დამცველის აპარატი - 2019 წელს აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 6737 განცხადება შევიდა, აქედან დასაშვებად იქნა ცნობილი 5039

2019 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 6737 განცხადება შევიდა, აქედან დასაშვებად იქნა ცნობილი 5039. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, სახალხო დამცველმა 2019 წელს მოამზადა და გაგზავნა 75 რეკომენდაცია/წინადადება. მათგან ყველაზე მეტი რეკომენდაცია გაიგზავნა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში (19), ხოლო უწყებებს შორის - იუსტიციის სამინისტროში (10).

ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში, ჯამში განხორციელდა 405 ვიზიტი. მოინახულეს 1728 დაკავებული/დაპატიმრებული პირი. დამატებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, დახურული ტიპის დაწესებულებებში განხორციელდა 88 ვიზიტი. ასევე, აპარატის თანამშრომლებმა 15 ვიზიტი განახორციელეს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ უცხოელთა, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად.

თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 35 სამხედრო ნაწილი. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაეროს კონვენციის აღსრულებისა და მონიტორინგის ფარგლებში, განხორციელდა 17 გეგმური ვიზიტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, 3 გეგმური ვიზიტი შშმ პირთა სადღეღამისო დაწესებულებაში, 6 გეგმური ვიზიტი შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში, 26 გეგმური ვიზიტი შშმ პირთა დღის ცენტრებში (თბილისსა და 6 რეგიონში). 11 არაგეგმური ვიზიტი განხორციელდა შშმ პირთა პანსიონატებში, სოციალური მომსახურების ცენტრებში, ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებში.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე მონიტორინგის ფარგლებში, გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა 4 თავშესაფრისა და 5 კრიზისული ცენტრის მონიტორინგი. ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე მონიტორინგი ჩატარდა: 46 მუნიციპალიტეტის 143 ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, საბავშვო ბაღების 46 გაერთიანებაში, მინდობით აღზრდის 4 ოჯახში, 14 საჯარო სკოლაში, სოციალური მომსახურების 6 ცენტრში.

სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს მოინახულა 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მონიტორინგები ასევე ჩატარდა თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო