ომბუდსმენი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა და გამოძიების დაწყების ნაცვლად, მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა და გამოძიების დაწყების ნაცვლად, მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პროკურატურამ ასევე არ შეასრულა სახალხო დამცველის დამატებითი რეკომენდაციები ამ საქმეზე - სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საზოგადოებისთვის მიწოდება და შემოწმების მასალების სახალხო დამცველის აპარატისთვის გაცნობა.

„სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურას სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა და გამოძიების დაწყების ნაცვლად, მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა. 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველის აპარატმა გამოძიების არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა. აღნიშნული საკითხები დეტალურად არის მიმოხილული სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში," - ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო