სახალხო დამცველი - თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება აუცილებლად უნდა განახლდეს

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება აუცილებელია. ამის შესახებ 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ვინაიდან არ ჩატარებულა ცალკეული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რასთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველმა საქართველოს პროკურატურას გამოძიების განახლების შესახებ წინადადებით მიმართა, გამოძიება უნდა განახლდეს.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ წარმართული გამოძიება ხარვეზებს შეიცავდა, რის გამოც, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ეფექტიანი გამოძიების წარმართვის ნაწილში, ომბუდსმენს შეუსრულებლად მიაჩნია.

ამავე ანგარიშის თანახმად, იმის დასადგენად, იყო თუ არა სპეციალური ოპერაციების თანამშრომლების მიერ ლეტალური იარაღის გამოყენება განპირობებული აბსოლუტური აუცილებლობით, საჭიროა შეფასდეს თავად სპეციალური ოპერაციის (მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, დაკავების ოპერაციის) განხორციელებული კონტროლი.

„სახელმწიფო ასევე ვალდებულია აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, როდესაც ადამიანის გარდაცვალება ძალის გამოყენების თანმდევი შედეგია. საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ დაკავების ღონისძიების მიმდინარეობისას კომუნიკაციისთვის გამოიყენებოდა ხელის რადიოსადგური (რაცია). აღსანიშნავია, რომ გამოძიების პროცესში არ არის მოპოვებული რაციის ჩანაწერები, რაც საქმისთვის, ღონისძიების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტო მასალის არარსებობის პირობებში, შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს. გამოძიებას ასევე არ მოუპოვებია ოპერაციის განხორციელებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სპეცოპერაციის პერიოდში ერთმანეთს შორის სატელეფონო კომუნიკაციის, ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო პროგრამებისა და სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება აუცილებლად უნდა განახლდეს, რადგან კვლავ დაუდგენელია და ღია რჩება ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, დამატებით გამოძიებას საჭიროებენ. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა გეგმა და ოპერაციის მსვლელობაზე წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლება მოითხოვა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიების განახლების შესახებ წინადადება დაკმაყოფილდება. აპარატი აღნიშნულ საკითხს დამატებით კვლავ შეისწავლის და საზოგადოებას მიაწვდის სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საქართველოს სახალხო დამცველმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროულობა და ხარისხი.

„მასალების შესწავლის შედეგებით და სააგენტოს პასუხით, უფლების დარღვევის ნიშნები, ამ მიმართებით, არ გამოიკვეთა. პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, ხოლო 2020 წლის 25 იანვარს, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, საქმეზე გამოძიება შეწყვიტა“, -აღნიშნულია დოკუმენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა