ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენზელ მკოიანის დაკავების ან მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ენზელ მკოიანი დააკავონ ან მის მიმართ რაიმე ტიპის საქმე აღიძრას და მითუმეტეს, შეუწყდეს უფლებამოსილება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანასა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, არსებობს ვიდეოკადრები, რომელიც მკოიანსა და პეტროსიანს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახავს. მისივე თქმით, ამ ვიდეოკადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის ენზელ მკოინიანის მისამართით და ამაზე თავდაცვის მიზნით პასუხობს ენზელ მკოიანი.

„ეს არის ის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეოკადრებიდან, დანარჩენი არის გამოძიების საქმე. ამ ვიდეოკადრებში პირდაპირ და ნათლად ჩანს, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო სამველ პეტროსიანი, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. შესაბამისად, აქ არის დანაშაულის ნიშნები, თუმცა ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ პროკურატურის ჩართულობით. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ვიდეოკადრები, რომელშიც ყველაფერი ნათლად ჩანს, თუმცა საბოლოო გადაწვეტილებას ამასთან დაკავშირებით მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან ირაკლი მობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ეს შერჩევითი დამოკიდებულება.

„თქვენ რომ გესროლოთ მე და თქვენ მიპასუხოთ სროლით ამ შემთხვევაში, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ. ეს არის არა შერჩევითი სამართალი და ვიდეოკადრებში ყველაფერი ნათალად ჩანს, ვინ იწყებს სროლას და ვინ პასუხობს“, - განმარტა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის