რუსთავის მერი -  მერია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, თანამშრომლებმა ყველა ინსტრუქცია დიდი ხანია იციან

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის მერია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ შეიქმნება. ამ საკითხით ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა.

„რუსთავის მერია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თანამშრომლებმა ყველა ინსტრუქცია დიდი ხანია იციან. ეს პროცესი თვითშეგნებიდან, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე უნდა კონტროლდებოდეს. რუსთავის მუნიციპალიტეტს დიდი ხანია გააჩნია სერვის ცენტრებთან ელექტრონული წვდომის საშუალება. სამსახურები დისტანციურ მართვაზე არიან გადასულები, ანალოგიურად ხდება საკრებულოსთან მიმართებითაც. ამ თვალსაზრისით, სამუშაო პროცესში არავითარი პრობლემა არ შეიქმნება“,-განაცხადა ტაბაღუამ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა, თუ არა რუსთავში იგივე სცენარი განმეორდეს, რაც მარნეულსა და ბოლნისში მოხდა, ქალაქის მერმა უპასუხა, რომ ეს ინფიცირებული ადამიანების რაოდენობასა და ხელისუფლების მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„გააჩნია, რისკ ჯგუფი და რა რაოდენობის ადამიანები იქნებიან, რამდენად სარისკო იქნება. ეს რა თქმა უნდა, იმ პირობებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდება, ვინც ქვეყანაში ამ სიტუაციას აკონტროლებს. ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, რა საშუალებებითა და როგორ მოხდეს შემდგომი პროცედურების გავლა და ქალაქის გაკონტროლება“, - აცხადებს ტაბაღუა.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია. აღნიშნულის შემდეგ, რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო