ომბუდსმენი - 2019 წელს განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების ნაკლებობა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში.

„ასევე გამოწვევაა, პენიტენციურ დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა; პატიმრობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობებისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის სიმწირე; სამედიცინო მომსახურებისა და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული ხარვეზები; ფსიქიკური ჯანდაცვა; თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული პენიტენციური სისტემის შექმნა და სხვ. 2019 წელს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა. პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა, პატიმრების უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკის შემცველია და მნიშვნელოვანია მის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი საშუალებებით“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთანავე, სახალხო დამცველის აპარატი მიუთითებს, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის მხოლოდ ერთეული შემთხვევები იკვეთება.

„სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის მხოლოდ ერთეული შემთხვევები იკვეთება. დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრები საუბრობდნენ თანამშრომლების მხრიდან არაეთიკურ, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელ და უთანასწორო დამოკიდებულებაზე“,- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო