ომბუდსმენი - ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოვლინდა  პერსონალის მხრიდან პაციენტებისადმი უხეში მოპყრობა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, შრომითი ექსპლუატაცია

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოვლინდა პერსონალის მხრიდან პაციენტებისადმი უხეში მოპყრობა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, შრომითი ექსპლუატაცია, - ამის შესახებ „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ პერსონალი სიგარეტის ან საკვების დამატებითი პორციის სანაცვლოდ, ანაზღაურების გარეშე იყენებს პაციენტების შრომას.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში ვიზიტის დროს, მონიტორინგის ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ წინა წლების მსგავსად, დაწესებულებაში ადგილი აქვს პერსონალის მხრიდან პაციენტებისადმი უხეშ მოპყრობას, რაც დაწესებულების დირექტორმაც დაადასტურა და მონიტორინგის ჯგუფმაც შენიშნა. რაც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს ვიზიტის დროს პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

ზემოაღნიშნულის გარდა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გამოავლინა პაციენტების შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები. „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ პერსონალი სიგარეტის ან საკვების დამატებითი პორციის სანაცვლოდ, ანაზღაურების გარეშე იყენებს პაციენტების/ბენეფიციარების შრომას. ზოგიერთი პაციენტი/ბენეფიციარი ასუფთავებს ტუალეტს, ეზოს, ეხმარება პერსონალს სხვა პაციენტის მოვლაში, ასევე აღგზნებული პაციენტის ფიზიკურ შეზღუდვაში და საჭმელი მიაქვს სამზარეულოდან განყოფილებაში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა წარმოადგენს მათი შრომის ექსპლუატაციას, რადგან ერთი მხრივ, ალტერნატივის სახით, პაციენტებისთვის სტაციონარში არ არის სხვა შინაარსიანი და თერაპიული საქმიანობით დაკავების შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, პაციენტები/ბენეფიციარები იძულებულნი არიან დათანხმდნენ ამ სამუშაოების შესრულებას, საკვების და სიგარეტის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად,“ - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ „ბათუმის სამედიცინო ცენტრსა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, პერსონალის არასაკმარისი მეთვალყურეობის პირობებში, ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევებს, რომელთა დროსაც, რიგ შემთხვევებში, პაციენტებს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები ადგებათ.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია პაციენტების მიმარ მედიკამენტების ზედოზირებად გამოყენების შემთხვევებზეც.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტების ზედოზირებულად გამოყენება, როგორც დაწესებულებაში მიღებისას, სწრაფი ტრანკვილიზებისა და სედაციის მიზნით (არათერაპიული მიზნით), ასევე შემდგომ პერიოდში, მედიკამენტური მკურნალობის დროს. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ზედოზირების შემთხვევად შესაძლებელია მივიჩნიოთ შემთხვევა, როდესაც ერთი ანტიფსიქოზური მედიკამენტის მაქსიმალური თერაპიული დოზა გამოიყენება მეორე ანტიფსიქოზური მედიკამენტის საშუალო ან თუნდაც მინიმალურ თერაპიულ დოზასთან ერთად. მედიკამენტების ასეთი კომბინაცია სახიფათოა და შესაძლებელია ფატალური შედეგითაც დასრულდეს,“ - ნათქვამია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს