სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რაოდენობრივი მაჩვენებელი გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით, გაიზარდა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბრალდებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რაოდენობრივი მაჩვენებელი, 2018 წელთან შედარებით, გაიზარდა.

კერძოდ, როგორც სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი, 2019 წელს აღკვეთის ღონისძიება, ჯამში, გამოიყენეს 11 031 შემთხვევაში, მათგან პატიმრობის პროცენტული მაჩვენებელი 47.2%-ია - 5 205 შემთხვევა, მაშინ, როცა 2018 წელს, აღკვეთის ღონისძიება, ჯამში, 9 997 შემთხვევაში იქნა გამოყენებული, საიდანაც პატიმრობის ხვედრითი წილი 43.1%-ია - 4308 შემთხვევა.

დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი აღკვეთის ღონისძიებების გაზრდის ნაწილში, შეიძლება იყოს ოჯახური დანაშაული.

"საქართველოს პროკურატურიდან სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს, მხოლოდ სსკ-ის 11 პრიმა, 126 პრიმა მუხლით დევნის მაჩვენებელი 624 ერთეულით არის გაზრდილი. ამ კატეგორიის საქმეებზე, დანაშაულის თავისებურებიდან გამომდინარე, ხშირად ხდება პატიმრობის შეფარდება.

არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების კუთხით, ანგარიშის მიხედვით 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც უცვლელია გირაოს გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი. კერძოდ, გირაოს ხვედრითმა წილმა არასაპატიმრო ღონისძიებების დაახლოებით 96% შეადგინა.

"გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში საგულისხმო იყო ნიკა მელიას საქმე. კერძოდ, ნიკა მელიას, როგორც საპარლამენტო მანდატის მქონე პირის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო დამატებითი ვალდებულებები. მას აეკრძალა საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი არაერთი უფლებამოსილება.

2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, სახალხო დამცველის აპარატმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, 2018 წლის 12 ივლისს განახლებული გამოძიების მასალები შეისწავლა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გამოძიება არაერთი კრიტიკული ხარვეზით წარიმართა, რის გამოც, სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიმართ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია - აწარმოოს გამოძიება ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად - შესრულებულად ვერ ჩაითვლება,"- ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა