სახალხო დამცველი - სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერც 2019 წელს შეძლეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების პრევენცია

სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერც 2019 წელს შეძლეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების პრევენცია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ასახული.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერ შეძლეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებით გამოწვეული ზიანის შემცირება და დანაშაულზე თანაზომიერი რეაგირება.

"საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა პატიმართა მიმართ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის ფაქტებსაც, მათ შორის, საცხოვრებლისგან მოშორებით მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დაუსაბუთებელი გადაყვანისა და სხვა გარემოებების გამო. საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით 2 რეკომენდაცია გასცა, მათ შორის, 1 საქართველოს პროკურატურის, ხოლო 1 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. პროკურატურამ არ შეასრულა რეკომენდაცია, შსს-მ კი შეასრულა.

სამწუხაროდ, 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, რამდენჯერმე გასაჯაროვდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები. მათგან განსაკუთრებით მძიმე 2019 წლის 26 მარტის შემთხვევა იყო, როდესაც Youtube.com -ზე ატვირთული მსგავსი ვიდეო დაახლოებით 10 საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევამ ნათლად წარმოაჩინა, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ გააჩნია მსგავსი შემთხვევების სწრაფი აღკვეთისა და ზიანის შემცირების მექანიზმი",- ნათქვამია ანგარიშში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს