ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - რუსთავის საკრებულოს დეპუტატის შემთხვევაში, თუ დადასტურდება covid 19, კვლევა იქნება ჩასატარებელი - სავარაუდო მონახაზი არსებობს, მაგრამ კავშირების ზუსტი რიცხვი დადგენილი არ არის

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს დეპუტატი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება. მისივე თქმით, საკრებულოს სრული შემადგენლობა თვითიზოლაციაში გადავიდა.

„ჩემი ინფორმაციით, საკვლევი მასალა 2-დან 3 საათამდე პერიოდშია აღებული და გადაგზავნილი, ჯერ ოფიციალური დადასტურება არ არის, თუმცა, გარკვეული სიმპტომები დაავადების არის ტემპერატურაში გამოხატული.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის საჯარო მოხელის შემთხვევაში დადასტურებული ჯერ არაფერი არ არის covid 19-ზე, წინსწრებით, საკრებულოს შემადგენლობა, აპარატი, სრულად საკრებულოს შტატი არიან მკაცრ თვითიზოლაციაში ოჯახებში და ოჯახურადაც დაცული აქვთ ის სტანდარტი, რაც არის გათვალისწინებული ამ შემთხვევაში“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება კონტაქტებს, როგორც რეხვიაშვილი ამბობს, დადასტურების შემთხვევაში ამ მხრივ მოკვლევა იქნება ჩასატარებელი, თუმცა, მისი ინფორმაციით, უკვე გაფრთხილებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს.

„იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება covid 19, კვლევა იქნება ჩასატარებელი, სავარაუდო მონახაზი არსებობს, მაგრამ ზუსტი რიცხვი დადგენილი არ არის. მაქსიმალურად არის შესწავლილი კავშირები და გაფრთხილებულია ყველა ის მოქალაქე, სადაც შესაძლო რისკები შეიძლება იყოს“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო