„ჯორჯიან მანგანეზი“ მედიის წარმომადგენლებს საქართველოში დამზადებულ მრავალჯერადი მოხმარების რესპირატორებს გადასცემს

„ჯორჯიან მანგანეზი“ მედიის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის საქართველოში დამზადებულ მრავალჯერადი მოხმარების რესპირატორებს გადასცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, კონპანია ქვეყნის წინაშე არსებულ რთულ გამოწვევას სრულად იაზრებს და მიაჩნია, რომ მედიას დღეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და ცდილობენ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესახებ საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იყოს.

„ვაფასებთ ყველა იმ მედიის წარმომადგენლის საქმიანობას, რომელთაც ვირუსის უშუალო გავრცელების არეალში მუშაობა ხშირად უწევთ.

დარწმუნებული ვართ, რომ მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და ხელისუფლება დღეს აქტიურად ზრუნავენ ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. გვსურს, მათი საქმიანობის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენც გამოვხატოთ.

ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზი“ მადლობას უხდის ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც ამ რთულ სიტუაციაში გააზრებული აქვს კომპანიის დღევანდელი როლი და მნიშვნელობა ქართულ ეკონომიკაში, აქტიურად აშუქებს ჩვენი დასაქმებული ათასობით მაღაროელისა თუ მეტალურგის საქმიანობას და აფასებს მათ შრომას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, კომპანიას არც ერთ ეტაპზე საქმიანობა არ შეუჩერებია, შეუფერხებლად ქმნის იმ დოვლათს, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას როგორც არასდროს, ისე სჭირდება.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში პანდემიის გამოცხადების დღიდან „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქართული წარმოების რესპირატორები კომპანიის ყველა თანამშრომელს დაურიგა და დღეს დასაქმებულები საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მუშაობენ.

ვცდილობთ, შევინარჩუნოთ წარმოების უწყვეტი ციკლი, დავიცვათ ჩვენი დასაქმებულები, ქართული ეკონომიკა და სახელმწიფოს ინტერესები. გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო მალე გაუმკლავდება ყველა იმ რთულ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას“,- აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი.

მედიის წარმომადგენლებს, ვისაც დღეს რესპირატორების გარეშე უწევთ მუშაობა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წინადადებით დაინტერესდნენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე: +(995) 551 74 23 23; +(995) 555 934 934.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა