მარინა ეზუგბაია - დღის განმავლობაში ინფექციური კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაცენტის მონიტორინგი, რომლებთანაც ვირუსი ძალიან სუსტი კონცენტრაციით ისაზღვრება.

„გუშინ საღამოს 3 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსიდან გამოჯანმრთელება და ამ სამმა პაციენტმა დატოვა დღის განმავლობაში ცენტრი.

ჩვენი ყოფილი პაციენტების მონიტორინგი რომ ხდება pcr კვლევაზე, რამოდენიმე პაციენტთან უკვე ძალიან სუსტი კონცენტრაციით ისაზღვრება ვირუსი, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ კვლევაზე ალბათ მათთანაც გვექნება ვირუსისგან გამოჯანმრთელება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო