პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ონლაინ რეჟიმში გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციები და საარჩევნო კოდექსში მასთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს.

განხილვის საგანი იყო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხები, საარჩევნო კომისიების ფორმირების პრინციპები, მეორე ტურთან დაკავშირებული რეგულაციები და სხვა საკითხები.

„ODIHR-ის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, კონსულტაციები და სამუშაო პროცესი გრძელდება, რის შედეგადაც მომზადდება ცვლილებების პაკეტი პარლამენტში ინიცირებისთვის და უფრო ფართო განხილვისთვის.

საქართველოს პარლამენტი მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს