მაია ცქიტიშვილი - „ქართული ოცნება“  არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც არ იძლევა ტყუილ და პოპულისტურ დაპირებებს

ამ ეტაპზე შევძელით, რომ ბიუჯეტიდან გამოგვეყო 2 მილიარდი ლარი. ამ პაკეტში შევიდა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც არის მიმართული ეკონომიკის გარკვეული სექტორების მხარდასაჭერად, -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ვიცე-პრემიერის აღნიშნულ განცადებას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე თქმით, თანხები გამოიყო ისეთი სექტორების მხარდასაჭერად, როგორიცაა ტურიზმის ინდუსტრია. გადაიდგა ნაბიჯები, რომელითაც მოხდა სასტუმროებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო სესხის სუბსდირება 50 ნომრამდე სასტუმროსთვის.

„შეთავაზებული იყო ასევე სახელმწიფოს მხრიდან დღგ-ს დაბრუნება 600 მილიონ ლარამდე, რომელიც უკვე არა მხოლოდ ტურისტულ ბიზნესს, არამედ ზოგადად ბიზნესს მისცემდა საშუალებას შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამის გარდა გარკვეული ღონისძიებები იყო მიმართული, სესხების გადავადების ნაწილში როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის. მისი თქმით, ეს ღონისძიება ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან შეთანხმებით განხორციელდა. გარდა ამისა, გარკვეული ღონისძიებები შეიმუშავა გუნდმა უშუალოდ მოქალაქეებისთვის, რომელიც გუშინ გააჟღერა და რომელიც 1 200 000 ოჯახისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყლის საფასურის გადახდას და 671 000 ოჯახისთვის გაზის საფასურის გადახდას გულისხმობს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც არ იძლევა ტყუილ და პოპულისტურ დაპირებებს. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა დაპირებას, რადგანაც ეს არის ჩვენი ვალდებულება ყველა ბიზნესის თუ ადამიანების წინაშე. ჩვენ შეგვეძლება კონკრეტული დახმარების პაკეტის შეთავაზება იმ კონკრეტული ამოცანების გადასალახად რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით. დღეს ძალიან გვიჭირს, არა მხოლოდ საქართველოში არამედ უჭირთ ძალიან დიდ ქვეყნებშიც. ძლიერ საფინანსო ინსტიტუტებშიც უჭირთ განსაზღვრონ და გააკეთონ ზუსტი პროგნოზი იმისა თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, კონკრეტულად რომელ სექტორზე და რა სახით აისახება ეს გამოწვევა და აქედან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მიერ შეთავაზებული პაკეტები თავისი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის იყო მიმართული პირველ რიგში იმისკენ, რომ ამ რთულ ეტაპზე დავეხმაროთ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, თავისი ბიზნესი და მოქალაქეებს დაეხმარონ ფინანსური ამოცანების გადაწყვეტაში. ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას და ბიზნესს კონკრეტულ ზომებს, იმის მიუხედავად თუ როგორ განვითარდება მოვლენები“ , - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო