მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ფინანსური ამოცანების გადაწყვეტაში

ორმილიარდიანი პაკეტი მოხმარდება უკვე დაანონსებულ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია ეკონომიკის გარკვეული სექტორების მხარდასაჭერად, მათ შორისაა ტურიზმის ინდუსტრია, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. აღნიშნულ კომენტარს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ პაკეტის ფარგლებში მოხდება საბანკო სესხის სუბსიდირება 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის და გადავადდება საშემოსავლო და ქონების გადასახადი, ასევე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულია დღგ-ის დაბრუნება 600 მილიონ ლარამდე, რომელიც არამხოლოდ ტურისტულს, ყველა სახის ბიზნესს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს და შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის დაწესებული სხვადასხვა შეღავათის გარდა, მთავრობამ შეიმუშავა კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც 1 200 000 ოჯახისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყლის საფასურის გადახდას, ხოლო 671 000 ოჯახისთვის გაზის დავალიანების დაფარვას ითვალისწინებს.

„ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელსაც მთავრობა სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს ამ კრიზისის დასაძლევად. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ძალიან გვიჭირს და უჭირს მთელს მოფლიოს. დიდი ქვეყნებიც კი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტები ვერ ახერხებენ განსაზღვრონ თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, კონკრეტულად რომელ სექტორებზე და როგორ აისახება ეს გამოწვევა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის მიერ შეთავაზებული პაკეტები თავისი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის მიმართულია იქეთკენ, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ფინანსური ამოცანების გადაწყვეტაში”, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა