ვლადიმერ პუტინმა რუსეთში არასამუშაო პერიოდი 30 აპრილამდე გაახანგრძლივა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ქვეყანაში დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა ექიმებს, ექთნებს და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელს და „მათთვის ეს ადვილი არ არის“.

პუტინმა ვიდეომიმართვისას მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ყველა სფეროს თანამშრომელს, მოხალისეებსა და ეპიდემიასთან მებრძოლ ადამიანებს.

„საფრთხე კვლავ არსებობს. როგორც სპეციალისტები და ვირუსოლოგები მიიჩნევენ, მსოფლიოში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში, ეპიდემიას პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. ამასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არასამუშაო რეჟიმის პერიოდი თვის ბოლომდე, უფრო სწორად 30 აპრილის ჩათვლით, გავახანგრძლივოთ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თანამშრომლებს ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ. რუსეთის პატივცემულო მოქალაქეებო, გთხოვთ, რომ ყურადღებით მოეკიდოთ ხელისუფლების მოთხოვნებს და ექიმების რეკომენდაციებს, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ახლობლებს“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ლიდერმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი ქვეყანაში არასამუშაო კვირად გამოაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი კი გადადო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს