ნათია თურნავა - დროებით გაჩერებულია ონლაინ გაყიდვები - ასეთ ბიზნესებს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან კარგად მესმის მათი წუხილი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთან ერთად გავიაროთ პროცედურები და შემდეგ კონკრეტული კომპანიები გააგრძელებენ საქმიანობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, არის ამჟამად გაჩერებული დარგები და კომპანიები, რომლებთან დაკავშირებით დამატებითი პროცედურებია გასავლელი, რომ შემდეგ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიეცეთ.

მსგავს საქმიანობებს შორის თურნავა ადგილზე მიტანის სერვისს ასახელებს, რომელიც, მისივე თქმით, ამ დროისთვის მთლიანად გაჩერებულია.

„მკაფიოდ გეტყვით, რომ დღეს არც ერთ ჯგუფს არ აქვს და ვერ ექნება შეღავათი, თუ ერთიან წესებს არ შეასრულებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული. ამ წესებს ვერ ასცდება ვერც ერთი ბიზნესი, რაოდენ მსხვილიც არ უნდა იყოს. დღესდღეობით საქართველოში მთლიანად გაჩერებულია, დროებით გაჩერებულია ონლაინ გაყიდვები, იმიტომ, რომ ეს ბიზნესი ითვალისწინებს ურთიერთობების მთელ ჯაჭვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საწყობებში როგორაა დაცული წესები და ამ ნორმებს ჩვენ ძალიან მალე მივაწვდით მათ. ასეთ ბიზნესებს მინდა ვუთხრა, რომ პირველ რიგში ძალიან კარგად მესმის მათი წუხილი. ამის უკან ათასობით დასაქმებული დგას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთან ერთად სწრაფად გავიაროთ პროცედურები და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი უსაფრთხოა და შემდეგ კონკრეტული კომპანიები შევლენ ნებადართულთა ნუსხაში და გააგრძელებენ საქმიანობას“, - აცხადებს მინისტრი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს