რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკის დირექტორმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე ან კრიტიკული და არ მოითხოვენ განსაკუთრებულ ღონისძიებებს.

მისივე თქმით, სამივე შემთხვევაში ცნობილია ინფიცირების წყარო.

„როგორც კი შემოვიდნენ სწორედ კონტაქტების გამო, მაშინვე იქნა მიტანილი ეჭვი, რომ შეიძლება, ყოფილიყო კორონავირუსით ინფიცირება. ამიტომაც შემოსვლის დღესვე გაკეთდა ანალიზი. ამ დილას გაკეთებული 14 ანალიზებიდან აღმოჩნდა ეს სამი COVID დადებითი, დანარჩენი ყველა უარყოფითია. ეს პაციენტები იზოლირებულად არიან მოთავსებული და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. ხვალ კიდევ გაგრძელდება მათი კვლევები გაკეთდება კომპიუტერული ტომოგრაფიაც და იმისდამიხედვით შემდგომში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ და რანაირად გაგრძელდეს მკურნალობა. ამ წუთას მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის, არც ერთი არ არის სუთქვის უკმარისობით“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის არიან რუსთავის საკრებულოს წევრი და მისი მამა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 134-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა