ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას აქვს იმის ფუფუნება, რომ პოპულისტური განცხადებები გააკეთოს და ეს ძალიან სამწუხაროა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ პოპულისტურია. აღნიშნულზე მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას პოპულისტური განცხადებების გაკეთების ფუფუნება არ აქვს და სახელმწიფო თანმიმდევრულად მოქმედებს.

„იცით, რომ ხშირი პერიოდულობით ინიშნება რეისები იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები და ეს ხდება თანმიმდევრულად, რომ არ შეიქმნას რაიმე პრობლემა ეპიდემიის გავრცელების კუთხით. არის ლიმიტირებული მაგალითად, ადგილების რაოდენობა საკარანტინე, იზოლაციის სივრცეებში. როცა ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, ეს ნაბიჯები იდგმება ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან ზუსტი და დეტალური გათვლებით. აქ ხდება ყველა ინტერესის აწონ -დაწონა და დაბალანსება. აქაც ჩვენი ფუფუნება არ არის პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, ოპოზიციას აქვს იმის ფუფუნება, რომ თავისი პოპულისტური განცხადებები გააკეთოს და ეს ძალიან სამწუხაროა. არის სხვა შემთხვევებიც, როცა სამწუხაროდ, ასეთი ნაბიჯები იდგმევა, გახსოვთ თქვენ, რა მოხდა ზუგდიდში, ესეც იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედება ოპოზიციის მხრიდან. თქვენ ხედავთ, რომ კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები კონკრეტული ოპოზიციური პარტიის კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან, მაგალითად იმის თაობაზე, რომ თურმე დღეს გარდაიცვლება კონკრეტული ადამიანი კორონავირუსით და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღე გავიდა და ეს ადამიანი არა თუ არ გარდაიცვალა, უკვე გამოჯანმრთელდა. ასევე ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის განცხადება გახსოვთ იმის თაობაზე, რომ კარგია თურმე კორონავირუსი იმის გამო, რომ ის შექმნის ეკონომიკურ პრობლემებს, რაც უარყოფითად აისახება „ქართულ ოცნებაზე“. ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ კონკრეტული ოპოზიციური ლიდერები ასეთი დღის წესრიგით მოქმედებენ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და თითოეული ნაბიჯი იდგმება კონკრეტული გათვლებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა