დავით ზალკალიანი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ პერიოდში მსოფლიოსთვის და ნატო-სთვის საქართველო კვლავ აქტიურად რჩება ნატო-ს დღის წესრიგში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან ერთად კვლავ რჩება Nato-ს პოლიტიკური საქმიანობის დღის წესრიგში მნიშვნელოვან მიმართულებად და შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. აღნიშნული განცხადება მან Nato- ს მინისტერიალის შეჯამებისას გააკეთა.

დავით ზალკალიანის თქმით, მინისტერიალზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„საქართველო უკრაინასთან ერთად მიპატიჟებული იყო ამ მინისტერიალზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ covid 19-ის გავრცელების გამო, მთლიანად შეიცვალა მინისტერიალის ფორმატი და ის პირველად ნატო-ს ისტორიაში დისტანციურად ჩატარდა ვიდეო კონფერენციის ფორმატში.

მინისტერიალის ჩატარებამდე, 17 მარტს Nato-ს გენერალური მდივნის ინიციატივით შედგა ჩვენი სატელეფონო საუბარი, სადაც დეტალურად განვიხილეთ ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში განსახილველი საკითხები და მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს, ასეთ რთულ პერიოდში მსოფლიოსთვის და ნატო - სთვის არის საშუალება იმისა, რომ საქართველოს შესახებ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და საქართველო კვლავ აქტიურად რჩება ნატო-ს დღის წესრიგში.

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული 4 მიმართულებით, კერძოდ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს და უკრაინასთან თანამშრომლობის გააქტიურების თვალსაზრისით. საუბარია იმაზე, რომ გააქტიურდეს საქართველოს და უკრაინის მონაწილეობა ნატო-ს საზღვაო წვრთნებში, საუბარია ერთობლივ ქმედებებზე ჰიბრიდული საფრთხეების გამოწვევის წინააღმდეგ, საუბარია ასევე საქართველოს და უკრაინის ჩართვაზე შავი ზღვის არეალში საჰაერო უსაფრთხოების საკითხების გავრცელების პროგრამაში. ასევე საუბარია, რომ უკრაინა იყოს ჩართული ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის საქმიანობაში და თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუციური სკოლის საქმიანობაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ როგორც საქართველო, ისე უკრაინა კვლავ რჩება ნატო-ს პოლიტიკური საქმიანობის დღის წესრიგის მთავარ მიმართულებად, შავი ზღვის უსაფრთხოება იძენს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო