ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მობილური აპლიკაციით საშუალება გექნებათ, ნახოთ COVID19-ით ინფიცირებული პირი, დღის განმავლობაში, სად გადაადგილდებოდა და თქვენ თუ იყავით იმ ადგილას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომავალი კვირის ბოლოსკენ მზად იქნება მობილური აპლიკაციის სატესტო ვერსია, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ადამიანის სურვილზე იქნება დამოკიდებული გამოიყენებს, თუ არა აპლიკაციას, რომელიც მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მაგრამ არა ერთადერთი გზაა კონტაქტების მოძიების პროცესის გასამარტივებლად.

„აპლიკაცია იძლევა ისტორიულ მონაცემს. ანუ, თქვენ გექნებათ საშუალება ნახოთ ის პირი, რომელიც იდენტიფიცირდება, როგორც COVID 19-ით ინფიცირებული დღის განმავლობაში სად გადაადგილდებოდა და ვის ჰქონდა მასთან კონტაქტის ალბათობა და იმ დღის განმავლობაში თქვენ თუ იყავით იმ ადგილას.

ხშირად კონტაქტების მიკვლევადობაში პრობლემა ისაა, რომ ინფიცირებულ პაციენტს შეიძლება, არც გაახსენდეს დღის განმავლობაში ვისთან ჰქონდა კონტაქტი, ამდენად აპლიკაცია თქვენ საშუალებას გაძლევთ თქვენივე ტრაექტორიას ადევნოთ თვალი, გაანალიზოთ რისკები, რომლებიც ამ ტრაექტორიაზე გხვდებათ და შეაფასოთ თქვენი საკუთარი რისკი. შემდეგ თუ ჩათვლის პირი, რომ მას მაღალი რისკი აქვს იმის გამო, რომ ტრაექტორიაზე მოძრაობდა, რომელიც გაწითლდა, მან უნდა მიმართოს ეპიდემიოლოგიურ სამსახურს“,-აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, აპლიკაცია პირადი მონაცემების დაცვის კუთხით პარამეტრებს აკმაყოფილებს და სხვა ქვეყნებში წარმატებით მოხდა მისი გამოყენება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა