მიხეილ ყაველაშვილი - „ქართული ოცნების“ გუნდი, პარლამენტი, მთავრობა და გამგეობა - ყველანი ჩართულები ვართ ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში

ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და პენსიონერებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოციალური კამპანიის და მსგავსი აქციების გაგრძელება აღუთქვა.

„ქართული ოცნების“ გუნდი, პარლამენტი, მთავრობა და გამგეობა ყველანი ჩართულები ვართ ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში. მინდა მადლობა გადაუხადო კომპანიას, რომელმაც გამოთქვა სურვილი ჩაერთოს საქველმოქმედო აქციაში, რომლის ფარგლებში 500-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს დღეს გადავცემთ პირველადი მოხმარების პროდუქტებს“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს