ირაკლი კობახიძე - დღეს ისეთი ვითარება გვაქვს, რომ საზოგადოება არსებითად უსმენს ექსპერტებს და მეორე პლანზეა გადასული პოლიტიკური არაჯანსაღი დისკუსია

დღეს გვაქვს ისეთი ვითარება, როცა საზოგადოება არსებითად უსმენს ექსპერტებს და მეორე პლანზეა გადასული ეს პოლიტიკური არაჯანსაღი დისკუსია, რომელსაც ხშირად ვისმენთ ხოლმე ,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გამო შექმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას აქტიური კომუნიკაცია აქვს ექსპერტებთან.

„ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტული რესურსის მაქსიმალური გამოყენება და ხდება რეალურად ამ რესურსის გამოყენება. სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან, ჯანდაცვის სფეროს და ეკონომიკის ექსპერტებთან არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე კონკრეტულ ეკონომიკურ სუბიექტებთან არის მუდმივი კონსულტაციები და სწორედ ამ რეჟიმში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება პოლიტიკურ ფორმატს, არ ვიცი, ამაზეც შეიძლება, ბუნებრივია, ზოგადად მსჯელობა, თუმცა, იცით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატი არის გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული. მადლობა ღმერთს, დღეს გვაქვს ისეთი ვითარება, როცა საზოგადოება არსებითად უსმენს სწორედ ექსპერტებს - ჯანდაცვის და ეკონომიკის ექსპერტებს და მეორე პლანზეა გადასული ეს პოლიტიკური არაჯანსაღი დისკუსია, რომელსაც ხშირად ვისმენთ ხოლმე.

პოლიტიკურ ფორმატს აქვს თავისი რისკები, ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს იმის ცდუნება, რომ ასეთი ფორმატი გამოიყენოს არა საერთო სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის, არამედ კონკრეტული სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების დასაცავად, ამაში ვერავის გავამტყუვნებ, თუმცა, ამ ეტაპზე, როცა არის მაქსიმალური ყურადღება გადასატანი პრობლემების დაძლევაზე, უმჯობესია, არსებითად კონსულტაციები გავიაროთ ამ დარგების ექსპერტებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო