სახალხო დამცველი - პარლამენტის გადაწყვეტილებამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა

სახალხო დამცველის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერით პარლამენტმა მართლმსაჯულების სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა.

კერძოდ, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სერიოზული დარღვევებით წარმართვის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, დაახლოებით ¾-ზე გასცა მათი არჩევის რეკომენდაცია, რითაც მხარი დაუჭირა საბჭოში გამართულ ხარვეზიან პროცესსა და საბჭოს მიერ მიღებულ პრობლემურ გადაწყვეტილებებს.

„ კომიტეტის მიერ მხარდაჭერილმა უკლებლივ ყველა კანდიდატმა რამდენიმე წუთში მხარდაჭერა მიიღო პლენარულ სხდომაზეც. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილი კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს (მათ მიერ საჯაროდ გაცემული შეკითხვების პასუხებიდან გამომდინარე). შესაბამისად, პარლამენტის გადაწყვეტილებამ სასამართლო სისტემის მიმართ ისედაც დაბალი ნდობა კიდევ უფრო შეამცირა და მართლმსაჯულების სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა”,-აღნიშნულია ანგარიშში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის სხვა ხარვეზებთან ერთად, სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის პრობლემაზე. მათ შორის, შალვა თადუმაძის მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის ხარისხით ფლობასთან დაკავშირებულ საკითხზე. ირკვევა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას შალვა თადუმაძისგან აღნიშნულ საკითხზე მიღებული პასუხები სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებთან გადაამოწმა.

„ დამატებით მოპოვებული მასალების მიხედვით, შალვა თადუმაძის მტკიცების მიუხედავად, რომ მან ინსტიტუტში სწავლის განმავლობაში 5 კურსი დაფარა, არქივში იძებნება დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის სასწავლო წლებში სამართალმცოდნეობის პროგრამა ამ სასწავლებელში მხოლოდ 4 კურსს მოიცავდა. შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში საერთოდ არ აღმოჩდა ის სამართლებრივი დოკუმენტები, რომელთა არსებობაზეც შალვა თადუმაძე საკუთარ არგუმენტებს ამყარებდა“,-აღნიშნულია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს