გია ვოლსკი - თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს როგორც საკუთარ თავზე, ისე მთელ  საზოგადოებაზე

საქართველოს პარლამენტში შეზღუდული რაოდენობის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი თათბირები, პარლამენტისა და მთავრობის გაერთიანებული შეხვედრები იმართება. დღეს შევაჯამეთ ის ინფორმაცია, დამოკიდებულებები და პოზიციები, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრებს და არამარტო პარტიის წევრებსა თუ პარლამენტის წევრებს გვქონდა სოლიდარობის აქტთან მიმართებაში, რომ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გავუზიაროთ მათ, ვინც შემოსავალს დაკარგავს და აღმოჩნდება შედარებით მძიმე მდგომარეობაში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა ჩარიცხეს ფონდში, რომელიც covid-19-თან საბრძოლველად შეიქმნა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარობის ეს განცდა გადაედოს მთელ საზოგადოებას და არა მარტო ქართული ოცნების წევრებს ან მხარდამჭერებს. „მხედველობაში მაქვს საზოგადოების გაერთიანება ერთი კარგი სიტყვის გარშემო, რასაც ჰქვია, საქართველო უპირველეს ყოვლისა“, -განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

გიორგი ვოლსკის განაცხადებით, დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს როგორც საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე, ისე მთელ საზოგადოებაზე.

„ეპიდემია, უხილავი მტერი საკმაოდ ძნელი საბრძოლველია. ვფიქრობ, პატიოსნებაა აქ მთავარი. პატიოსნებაში ვგულისხმობ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა