გიორგი გახარია - არჩილ ტატუნაშვილის გმირობა ყველა ჩვენგანისთვის მაგალითია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვემსახუროთ და ვუერთგულოთ საქართველოს

არჩილ ტატუნაშვილის ვაჟკაცობა და თავგანწირვა ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება , -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გმირობა ყველა ჩვენგანისთვის მაგალითია.

"დღეს ჩვენი დროის გმირი არჩილ ტატუნაშვილი 37 წლის გახდებოდა.

იგი საქართველოს ერთიანობის რწმენისთვის და ერთგულებისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს. მისი ვაჟკაცობა და თავგანწირვა ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება.

მისი გმირობა ყველა ჩვენგანისთვის არის მაგალითი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვემსახუროთ და ვუერთგულოთ საქართველოს, მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას.

დიდება გმირებს!"-წერს გახარია სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა