არჩილ თალაკვაძე - რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა

რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური ზიანით გამოვიდეთ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა. ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის, გვაქვს ხედვა და სამოქმედო გეგმები როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით. ყველამ ვნახეთ ჩვენზე ათჯერ ძლიერი ეკონომიკის და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას ,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების გეგმის მიხედვით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

„ჯანდაცვის სფეროში ეს არის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, სამედიცინო პერსონალი, ეპიდემიური კონტროლის მექანიზმები, პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი - ხედავთ, რომ ხდება ზუსტი და თანმიმდევრული რეაგირება ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე. გამონაკლისების გარდა, პრაქტიკულად შემთხვევა არ არსებობს, სადაც ინფიცირების წყარო და კონტაქტები სრულად არ იყოს შესწავლილი და იზოლირებული” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს სოციალური დახმარების და ეკონომიკის სტაბილიზაციის კუთხითაც.

“საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს ერთ-ერთ საუკეთესო სოციალური და ეკონომიკური დახმარების პაკეტი. მოქალაქეებს ვეხმარებით იმით, რომ სახელმწიფო უფინანსებს კომუნალურ გადასახადებს; ცხრა დასახელების პროდუქტზე კონკრეტულ ფინანსურ ინტერვენციებს ვაკეთებთ, რომ ფასები მკვეთრად არ გაიზარდოს, მოხდა ერთი თვის პენსიების გადარიცხვა წინსწრებით. შემდგომ პერიოდში დავეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომელთაც შესაძლოა დაკარგონ სამსახური და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს რესურსი არის შეზღუდული და თითოეული ლარი, რომელიც ამ პროგრამებში მიემართება არის შეფასების და პრიორიტეტების სწორად დასახვის საგანი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "იმედის" ეთერში, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო