Foreign Policy - კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ დროული რეაგირება განახორციელა

ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია, - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს.

სტატიაში, სადაც საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში, ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს მიერ გადადგმული დროული საპასუხო ნაბიჯების მნიშვნელობას.

"მიუხედავად მცირე ზომის და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება თებერვლის ბოლოდანვე დაიწყო, მათ შორის დაიხურა სკოლები და ჩატარდა ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური ტესტები“, - წერს სტატიის ავტორი და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ამ დრომდე კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი არ ჰყავს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 134 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს