ევროკავშირის კომისარი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლტოლვილთა ბანაკებში კორონავირუსის გავრცელება თავიდან ავიცილოთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ლტოლვილთა ბანაკებში კორონავირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ევროკავშირის შიდა საქმეთა კომისარმა ილვა იოჰანსონმა „დოიჩე ველესთან“ საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა იმისთვის, რომ მიგრანტთა გადავსებულ ბანაკებში ვირუსის გავრცელება აიცილოს თავიდან, კომისარმა უპასაუხა, რომ „ევროკავშირმა ამის თავიდან აცილება უნდა შეძლოს და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.“

„ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ. ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გავაკკეთოთ. საბერძნეთის მთავრობასთან ერთად საგანგებო სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ. ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ამ ბანაკებიდან ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ევაკუირება განვახორციელოთ სასტუმროს ნომრებსა და აპარტამენტებში იმისთვის, რომ დაცულები იყვნენ კორონავირუსისგან,“ -განაცხადა ილვა იოჰანსონმა.

კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი საბერძნეთში შექმნილ სიტუაციაზე, ევროკავშირის კომისარმა უპასუხა, რომ „პასუხისმგებელი საბერძნეთის მთავრობაა, თუმცა ისინი მარტო ვერ იმოქმედებენ.“

„სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ. პასუხისმგებელი საბერძნეთის მთავრობა და ხელისუფლებაა, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ პრაქტიკული სოლიდარობა გამოვიჩინოთ საბერძნეთისა და იმ მიგრანტების მიმართ, რომლებიც გადავსებულ ბანაკებში ცხოვრობენ,“- განაცხადა იოჰანსონმა.

შეგახსენებთ, გუშინ საბერძნეთმა მიგრანტთა ბანაკი, სადაც კორონავირუსი თავშესაფრის 20 მაძიებელს დაუდგინდა, კარანტინში მოათავსა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს