„ჯივიპი“ დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი. ახალ ქსელზე საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო.

მათივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 000 ლარზე მეტია.

"რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ჯივიპი ხვალ, 3 აპრილს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სამუშაოებს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 3 აპრილს ღამის 23:00 საათიდან 4 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში: წერეთლის გამზირის ნაწილს, ხოშარაულის, აგლაძის, კარგარეთელისა და მიმდებარე ქუჩებს; აღმაშენებლის გამზირის, თევდორე მღვდლის და წინამძღვრიშვილის ქუჩების ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ჯივიპი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა