ლევან დავითაშვილი - როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაში იმყოფება, ჩვენი გუნდის სოლიდარობა ყველაზე მყისიერი და ადეკვატური პასუხია

„როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია, ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი გუნდის სოლიდარობა არის ყველაზე მყისიერი და ყველაზე ადეკვატური პასუხი”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის ინიციატივას, ხელფასის ერთი მესამედის კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში გადარიცხვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სოლიდარობის საყოველთაო კამპანია დაიწყოს.

„მთავრობა სრულად უერთდება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების” გუნდში იქნა მიღებული და რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი უჭერს მხარს. ეს მისი მყარი პოზიცია იყო. როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია, ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი გუნდის სოლიდარობა არის ყველაზე მყისიერი და ყველაზე ადეკვატური პასუხი. ჩვენ რამდენიმე თვის შემოსავალის, ჩვენი ხელფასის ნაწილს სოლიდარობის ფონდში გადავრიცხავთ. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სოლიდარობის საყოველთაო კამპანია დაიწყოს. ეს იქნება საყოველთაო საზოგადოებრივი აქტივობა, რომელსაც გაიზიარებს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე. სოლიდარობა და საზოგადოების კონსოლიდაცია არის ყველაზე სწორი პასუხი. ჩვენ ვიცით რთულ ვითარებაში ერთმანეთის გვერდში დგომა და განსაკუთრებული მხარდაჭერა, რითიც ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით და ამას არაერთი ისტორიული ფაქტიც ადასტურებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომლის კომენტარსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო