გაერო-ს გენერალური ასამბლეა მსოფლიოს გლობალური სოლიდარობისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც კორონავირუსის „უპრეცედენტო ეფექტებზე“ საუბრობს. ასამბლეა მოუწოდებს ქვეყნებს „გაძლიერებული საერთაშორისო თანამშრომლობისკენ, რათა მოხდეს ვირუსის შეკავება, მართვა და დამარცხება“.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ტიჟიან მუჰამედ-ბანდემ წევრ ქვეყნებს წერილი გაუგზავნა, სადაც „გლობალურ სოლიდარობაზეა“ საუბარი. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ კორონავირუსმა გამოიწვია „განადგურება ადამიანების და ეკონომიკების“ და რომ „ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფები ყველაზე დიდ დარტყმას განიცდიან“.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს ამ დრომდე, 53000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა