მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკაში 9 ინფიცირებული პაციენტია, ორი ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პაციენტებს ინფექცია შიდა გადადების შედეგად აქვთ.

„დღეის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია 9 პაციენტი. დღეს დაემატა ორი ახალი დადასტურებული პაციენტი, ორივე პაციენტი არის ქვეყანაში შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი ახალი პაციენტიდან რუსთავიდან არც ერთი არ არის გადმოყვანილი, თუმცა ამ წუთისთვის, საბოლოოდ მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ერთი პაციენტია საყურადღებო, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით სამი პაციენტის გაწერაზე გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რიცხვი 148-მდე გაიზარდა, საიდანაც 27 გამოჯანმრთელებულია.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა