მარინა ეზუგბაია - ორი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულია, მაგრამ სტაბილიზაციის ელემენტები შეიმჩნევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორ პაციენტთან სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა.

რაც შეეხება კიდევ 3 კრიტიკულ შემთხვევას, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტებში სტაბილიზაცია უკვე მიღებულია.

„ყველაზე მძიმე პაციენტები, რომლებიც ჩვენს ცენტრში მკურნალობენ, არის 2 კრიტიკული პაციენტი, რომელთა მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულია, მაგრამ რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები შეიმჩნევა და ვნახოთ, თუ ეს გაგრძელდება, იქნება ძალიან კარგი. დანარჩენ 3 შემთხვევაში სტაბილიზაცია უკვე მიღებულია მეორე დღეა და იმედია, რომ ხვალიდან, თუ ასე გაგრძელდა, ამ კრიტიკული სიიდან ამოიღებენ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს