დიმიტრი ხუნდაძე - თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები შემდეგ ტკბილ მოგონებად დარჩეს, ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერჯერობით ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ კრიზისული ფაზისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზეც განიხილება, თუ რამდენად არის შექმნილ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემა მზად.

ამასთან, მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველა რეკომენდაცია შეასრულონ.

„პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სწორად უნდა გავიაროთ „შეკავების ფაზა“, ამის მზაობა არსებობს. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ კრიზისული ფაზისთვის, როცა ყველაზე მეტი დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე წამოვა. წინა ხაზს უკვე დაიკავებენ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები. ამიტომ, დღეს ჩვენ სხდომაზე გვექნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჯანდაცვის სექტორის რევიზია, რამდენად არის ის მზად. შევეხმიანები ასევე მოქალაქეებს, რომ დაიცვან წესები, რეკომენდაციები, დაიცვან ფიზიკური დაშორიშორება და ჰიგიენის წესები. თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები შემდეგ ტკბილ მოგონებად დარჩეს, ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ“,-აცხადებს ხუნდაძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა