სერგი კაპანაძე -  სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა

სახალხო დამცველის ანგარიშიდან ჩანს, რომ 20 ივნისის ღამეზე გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი ბრძანების გარეშე ხდებოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

„სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ის მიმოიხილავს რაციების ჩანაწერებს, სადაც აშკარაა, რომ გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენება, გაზის გამოყენება, ხდებოდა ბრძანების გარეშე. ბუნებრივია, ეს იწვევს კითხვას: რატომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა? ამ მოხსენებაში კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში გამოუძიებელი საქმეები, შს სამინისტრო და ზოგადად სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ,“ - განაცხადა კაპანაძემ.

„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.

„სახალხო დამცველი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, ვინაიდან, მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (სპეციალური საშუალების არაპროპორციული გამოყენება) და როგორც საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, მას ჰქონდა ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები. ეს დასკვნა ეფუძნება რაციის ჩანაწერებს, რომელსაც გაეცნო სახალხო დამცველის აპარატი. აღსანიშნავია, რომ რაციის ჩანაწერებში ფიქსირდება წყვეტები“, - ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა