„ნენსკრა ჰესის“ წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

„ნენსკრა ჰესი“ ერთ–ერთია იმ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიდანა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის პირობებშიც არ გაჩერდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნენსკრა ჰიდროდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება.

„ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ გზებისა და ხიდების მშენებლობას. სამუშაოები სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება. ამჟამად პროექტზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი, მათგან 130 ადგილობრივი მაცხოვრებელია“, – აცხადებენ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროში“.

„სამუშაოებს კომპანიის სუბკონტრაქტორი - „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.

„ჭუბერში 100 ტ გამტარუნარიანობის მქონე ექვსი ხიდის მშენებლობა, გზის გაფართოება და ქვანაყარის მოწყობა, მილხიდისთვის ფუნდამენტის მომზადება, ექსკავაცია ე.წ. „ოპერატორების სოფლის“ საცხოვრებელი კორპუსების ფუნდამენტისთვის და სხვა სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნენსკრა ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საოფისე და საცხოვრებელი ფართებზე, ასევე კვების ობიექტზე და სატრანსპორტო საშუალებებში რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. გარდა ამისა, სისტემატურად მოწმდება პროექტზე დასაქმებული ადამიანიების ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს