ლევან რატიანი - მარნეულის კლასტერიდან შემოყვანილი 79 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინკაში 53 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ახალი კორონავირუსი 23-ს აღენიშნება. რატიანმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 63 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ სასუნთქი აპარატიდან მოიხსნა, სტაბილურია.

„63 წლის კრიტიკულ პაციენტი გუშინ მოიხსნა აპარატიდან მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კონტაქტური. 80 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, გამარტივებულია ფილტვის ხელოვუნრი ვენტილაცია, ნევროლოგიური სტატუსი აღდგენილია და ეტაპობრივად შესაძლებელია რამდენიმე დღეში მოიხსნას აპარატიდან. მესამე ქალბატონი, რომელიც არის მარნეულის კლასტერიდან შემოყვანილი 79 წლის, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური ვიტალური პარამეტრებით, გრძელდება მონიტორინგი,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო